სასტუმრო თრუსო
განახლებული სასტუმრო თრუსო გუდაურის ცენტრში მდებარეობს ძირითადი გზატკეცილის მახლობლად, მხოლოდ 5 წუთის ფეხით სავალ მანძილზე ცენტრალური სათხილამური სასტუმრო კომპლექსიდან და საბაგირო გზიდან. ზამთრის სათხილამური სეზონის ფუსფუსთან ამ მომგებიანი სიახლოვის მიუხედავათ, სასტუმრო თრუსო ცდილობს შეინარჩუნოს საკუთარი გამორჩეული სახე და ტრადიცია. პატარა, კომფორტული და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებული იგი ტურისტულ ჯგუფებსა და ბავშვებიან ოჯახებს მთელი წლის განმავლობაში მასპინძლობს. სასტუმრო თრუსო სტუმრებს სთავაზობს 14 ორადგილიან ოთახს მშვიდი, თანამედროვე ინტერიერით, დათოვლილი მთების ხედებით და კომფორტული საწოლებით, საკუთარი საშხაპითა და ტუალეტით, ტელეფონით და სატელიტური ტელევიზიით. ბუხრიან სასაუზმე დარბაზში, ხედით ულამაზეს მთის პანორამაზე, სასტუმროს გამოცდილი მზარეულები უმასპინძლდებიან სტუმრებს ახალი, ნატურალური პროდუქტებით მომზადებული საუზმითა და უგემრიელესი სადილებით. სასტუმრო თრუსოში ჩვენ დაუღალავათ ვმშრომობთ თქვენი სიამოვნებისათვის და გვსურს დაუვიწყარი გავხადოთ თქვენი სტუმრობა.
|