გუდაური ზაფხულში
თბილისიდან 120 კმ-ში, კავკასიონის ქედის გარემოცვაში, ზღვის დონიდან 2000 მ-ის სიმაღლეზე მდებარე სამთო კურორტი - გუდაური სტუმრებისათვის არაჩვეულებრივ სანახაობას წარმოადგენს მთელი წლის განმავლობაში. გამომდინარე მისი ულამაზესი ადგიმლდებარეობიდან ისტორიული საქართველოს სამხედრი გზის გასწვრივ, სტუმრებს აქვთ შესაძლებლობა იხილონ საუკუნოვანი ქრისტიანულ ტაძრები და სალოცავები, ეწვიონ არქეოლოგიურ თუ ეთნოგრაფიულ ღირსშესანიშანობებს. ზაფხულის სეზონზე (მაისიდან ოქტომბრამდე) შესაძლებელია მონაწილეობის მიღება ქართულ ხალხურ დღესასწაულებში და მთის ხალხის გამორჩეული ხასიათისა და სტუმართმოყვარეობის გაზიარება. Aაქტიურ დასვენების მოყვარულთ შეუძლიათ ფეხით, ცხენით გასეირნება და რაფტინგში მონაწილების მიღება მარადიული თოვლით დაფარული მწვერვალების ფონზე. ან უბრალოდ დასვენება და მზის აბაზანების მიღება ენდემური ფლორითა და ფაუნით სავსე პირველქმნილ ბუნებაში.
სათხილამურო სეზონი
ნოემბრიდნ დაწყებული გუდაური მზის სხივებით გაკაშკაშებული და ქათქათა თოვლით დაფარულ სამოთხედ იქცევა მოთხილამურეთათვის. კურორტი თბილისიდან 1.5 სთ-ის მანქანის სავალზეა. მისი რბილი კლიმატი ნოემბრიდან-მაისამდე 1.5 მ-ის თოვლის საფარს ნაკლებადთოვლიან სეზონზეც კი უზრუნველჰყოფს. მოთხილამერეებს ემსახურება დოპპელმაიერის კომფორტულიD ჩქაროსნული საბაგირო გზა მთის მწვერვალზე მისაღწევად საიდანაც შესაძლებელია დამრეც ფერდობებზე დაშვება და ტკბობა კავკასიონის დაუვიწყარი ხედებით. თვით სათხილამურო ზონა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს სხვადასხა გამოცდილების მოთხილამურეებს - დამწყებიდან პროფესიონალებამდე (Gგუდაურს სხვადასხვა საერთაშორისო სათხილამური შეჯიბრებებისათვის უმასპინძლია). მაშინ როდესაც დამწყებ მოთხილამურეებს შეუძლიათ თხილამურებზე სრიალის და სნოუბორდინგის დაუფლება სანდო ინსტრუქტორებთან, გამოცდილ მოთხოლამურეებს 16 კმ-ის სიგრძის სლალომის, გიგანტური სლალომის, სუპერ-გიგანტისა და ჩქაროსნული დაშვებისათვის თანამედროვე თოვლსატკეპნი აპარატურით მომზადებული ტრასები ელოდებათ. ძირითადი სასრიალო ტრასების მახლობლად შესაძლებელია გაუკვალავ თოვლში სნოუბორდით დაშვებაც. განსაკუთრებული სათხილამური თავგადასავალისათვის არსებობს “ჰელი-სკი” ტურის იშვიათი შესაძლებლობა, რომელმაც გუდაურს მსოფლიოში გაუთქვა სახელი. შერჩეული მთის მწვერვალზე 3500 მ-ის სიმაღლეზე ვერტმრენით გამგზავრება და პროფესსიონალ ინსტრუქტორებთან ერთად თხილამურებით დაშვება თოვლისა და ყინულის სამყაროს გამოსაკვლევად მართლაც დაუვიწყარი და იშვიათი გამოცდილებაა.
|